|
2020-09-19 13:53:30, 726 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - პენსიის ზრდა არჩევნების წინ ყოველთვის იყო სპეკულაციების საგანი
„სამარცხვინო იყო, როდესაც პენსიის ზრდა არჩევნების წინ ყოველთვის იყო სპეკულაციების საგანი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. გახარიამ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო დონეზე შეტანილია კანონში ცვლილება, რომელიც გარანტიას აძლევს თითოეულ პენსიონერს, რომ ყოველწლიურად ეკონომიკის ზრდის პარალელურად, მისი შემოსავალი გაიზარდოს. „ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეუძლებელია სახელმწიფო არ ზრუნავდეს და არ ფიქრობდეს ბავშვებზე და მათი საუკეთესო ინტერესები არ იყოს სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ისევე როგორც შეუძლებელია, სახელმწიფო არ ფიქრობდეს ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე და სამარცხვინო იყო, როდესაც პენსიის ზრდა არჩევნების წინ ყოველთვის იყო სპეკულაციების საგანი. დღეს შევძელით ის, რომ საკანონმდებლო დონეზე შეტანილია კანონში, რომელიც გარანტიას აძლევს თითოეულ პენსიონერს, რომ ყოველწლიურად ეკონომიკის ზრდის პარალელურად, მისი შემოსავალი გაიზარდოს“,- განაცხადა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)