01:20 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-17 11:40:50, 9421 ნახვა

ომი უკრაინაში
კოვიდცენტრებსა და ჰოსპიტლად გადაკეთებულ სასტუმროებში 1488 პაციენტი მკურნალობს, მათგან 9 კრიტიკულად მძიმეა

კოვიდცენტრებსა და ჰოსპიტლად გადაკეთებულ სასტუმროებში 1488 პაციენტი მკურნალობს, მათგან 9 კრიტიკულად მძიმეა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მძიმე პაციენტების რაოდენობა 70-ს შეადგენს.

„ჩვენ ადრე ვთქვით, რომ PCR ტესტების რაოდენობა უნდა განგვესაზღვრა, თუ რამდენი იყო. 1506, რომელიც წინა დღეებში გამოვაცხადე, ეს არის დღეში სწრაფი ტესტები, რომელსაც ძირითადად, სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს უტარებენ, ხოლო PCR ტესტების რაოდენობა 16 აგვისტოს შემდეგ მზარდია. იყო დაახლოებით 7 ათასი დღეში და 16 სექტემბრის მონაცემებით, ჩატარებულია 11 ათას 125 PCR ტესტი

ჩვენს ცენტრში ამ ეტაპზე გვყავს 32 დადასტურებული პაციენტი. ამ 32 დადასტურებული პაციენტიდან ერთი კვლავ კრიტიკულად მძიმე პაციენტია. მძიმე პაციენტების სია მოგვემატა და დღევანდელი მონაცემებით, 5 მძიმე პაციენტი გვყავს. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics