|
2020-09-17 11:38:53, 546 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - საზოგადოებაში არის ჩამოყალიბებული მზაობა ფუნდამენტალური და გარდამტეხი ცვლილებებისთვის
„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი ქვევით იწევს, ხოლო ოპოზიციის ჯამური რეიტინგი - იზრდება. მისივე თქმით, კვლევაში კარგად ჩანს, რომ მოსახლეობას სურს ცვლილებები, ხოლო ცვლილებებს სჭირდება კონკრეტული მომავლის გეგმა, რომელიც აქვს „ევროპულ საქართველოს“. „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევაში, ისევე როგორც ბოლო დროს გამოქვეყნებულ სხვა კვლევებში, NDI- სა და „ედისონ რისერჩის“ კვლევაში ჩანს ერთი რამ ,რომ ქართული ოცნების რეიტინგი მოდის ქვემოთ და ჯამური ოპოზიციური რეიტინგი მიდის ზემოთ. მოსახლეობის ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით ან დგას ადგილზე, რაც ასევე ცუდია მთავრობისათვის და ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს არჩევნებზე წასვლას. ეს კომბინაცია იმისა, რაც ჩამოვთვალე, არის კარგი მეტყველი იმ დამოკიდებულების, რომელიც არის საზოგადოიებაში. საზოგადოებაში არის ჩამოყალიბებული მზაობა ფუნდამენტალური ცვლილებებისთვის, ამრიგად ამ კვლევებში სწორედ ეს არის ასახული. აქედან გამომდინარე, ქართული ოცნების მიდგომა, რომ ყცველაფერი არის კარგად და არაფერი არ უნდა შეიცვალოს და ყველა არის ბედნიერი არის არასწორი და ამ კვლევებში ეს ჩანს ძალიან კარგად. ამრიგად, ჩვენი ამოცანა შემდეგი თვენახევრის განმავლობაში არის, რომ ჩვენი ცვლილებების გეგმა ვაჩვენოთ მოსახლეობას, დავარწმუნოთ ისინი, რომ ერთადერთი გამოსავალი დღეს შექმნილი უმძიმესი კრიზისიდან, რომელშიც ქართულმა ოცნებამ შეგვიყვანა, არის ამ გეგმის განხორციელება. გადასახადების შემცირება, მეტი ფულის დატოვება ოჯახებში, ბიუროკრატიული ხარჯის 2 მლრდ. ლარით შემცირება, ბიზნესების ამოქმედება და მათთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება, ინვესტიციების მოზიდვა და ჯამში გამდიდრება, ეს არის ერთადერთი სწორი გზა, განსხვავებით ყველა სხვა პროგრამისა, რომლებიც ძირითადად პოპულისტურ იდეებზეა დაფუძნებული“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)