01:20 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-16 11:24:25, 1596 ნახვა

ომი უკრაინაში
ზუგდიდში სულ კორონავირუსის 6 შემთხვევაა გამოვლენილი - ყველა მათგანი ე.წ. საბერიოს კლასტერიდანაა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, მალხაზ თორიას განცხადებით, ზუგდიდში სულ კორონავირუსის 6 შემთხვევაა გამნოვლენილი.

მისივე თქმით, ყველა მათგანი ე.წ. საბერიოს კლასტერს განეკუთვნება.

„სულ ზუგდიდის ინფექციურ ლაბორატორიაში მიღებულია 799 ნიმუში. აქედან გატესტილია 449, მიმდინარეობს დამატებით 359 ნიმუშის კვლევა. დადასტურებულია კოვიდ ინფექციის 6 შემთხვევა და ექვსივე ეკუთვნის საბერიოს კლასტერს. ამ ეტაპისთვის ინფიცირებულები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან, კერძოდ, გალის რაიონის სოფელ საბერიოში. გარდა ამისა, ერთი ფაქტი არის გამოვლენილი ფოთში, რომელსაც კონტაქტები ჰქონდა ბათუმთან. ასევე, არის ერთი პიროვნება მარტვილის მუნიციპალიტეტიდან, რომელსაც უწევს სამსახურეობრივად ყოველ მეორე დღეს სიარული ბათუმში. ორივე შემთხვევაში მათი კონტაქტები დადგენილია და იმყოფებიან თვითიზოლაციაში. მათზე მეთვალყურეობა გრძელდება“, - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics