22:23 - 22 Jul, 2026
|
2020-09-14 11:38:37, 1369 ნახვა
პოლიტიკა
NDI - ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება - 39%, არასწორი მიმართულებით - 32%
NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის 39% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 32% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ამასთან, 20% აღნიშნავს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. ამავე კითხვაზე, 2019 წლის ნოემბერში მოსახლეობის 53%-მა თქვა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა, ხოლო მათი პროცენტული მაჩვენებელი, ვინც თვლიდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ნოემბრის შემდეგ 20%-ით გაიზარდა. აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)