|
2020-09-14 10:40:03, 1392 ნახვა
კომენტარი
ისნის რაიონის გამგეობა - „ლელოს“ კანდიდატის განცხადება, თითქოს ხომერიკის ქუჩაზე გზა ორი წლის განმავლობაში ვერ დაიგო, სრული სიცრუეა
თბილისში ისნის რაიონის გამგეობა „ლელოს“ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიერ, ნოე ხომერიკის ქუჩის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ გტანცხადებას ეხმაურება. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, კანდიდატის განცხადება, თითქოს ხომერიკის ქუჩაზე გზა ორი წლის განმავლობაში ვერ დაიგო, სრული სიცრუე. „გვინდა გამოვეხმაუროთ „ლელოს“ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიერ, ნოე ხომერიკის ქუჩის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას. კანდიდატის განცხადება, თითქოს ხომერიკის ქუჩაზე გზა ორი წლის განმავლობაში ვერ დაიგო და სარეაბილიტაციო სამუშაოები შრომის უსაფრთხოების დარღვევით მიმდინარეობს, არის სრული სიცრუე. კანდიდატმა ასევე, იცრუა ქუჩის რეაბილიტაციისათვის განკუთვნილ თანხებზე, რომელიც, მისი მტკიცებით, რამდენჯერმე გამოიყო და არამიზნობრივად დაიხარჯა, რაც არის ტყუილი და მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ნოე ხომერიკის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველად ხორციელდება და იგი ისნის რაიონის გამგეობამ, მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად, სამუშაოები გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, შეუფერხებლად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია GWP-მ განახორციელა, რაც ხუთ თვეს გაგრძელდა და სრულად შეიცვალა წყალარინები თუ წყალმიმღები 550-მეტრიანი ქსელი. შემდგომ ეტაპზე, ერთი თვის განმავლობაში, კომპანია "თბილისი ენერჯიმ" მიწისქვეშ განათავსა და სრულად შეცვალა გაზგაყვანილობის მილები. ასევე, მიწისქვეშ განთავსდა "მაგთის, "ახალი ქსელების" "სილქნეტის" და გარე განათების სადენები. აღნიშნული სამუშაოების დასრულებისთანავე, დაიწყო გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები. ჩატარდა არსებული რიყის ქვისგან მოწყობილი ქვაფენილის დემონტაჟი და 9 045 კვ.მ. ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი მოეწყობა, რომლის ღირებულება 847 000 ლარია. დამონტაჟდა მიწისზედა სახანძრო ჰიდრანტი. აღნიშნულ ქუჩაზე წლების განმავლობაში არ არსებობდა საფეხმავლო ბილიკები. გზის ორივე მხარეს ასევე, მოეწყობა შშმ პირებისათვის ადაპტირებული ტროტუარები. დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის გარე განათების ბოძები თავისი LED სანათებით. მოეწყობა სანიაღვრე ქსელის მიმღები ჭები. ისნის რაიონის გამგეობა სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით რაიონის გამგებელი და გამგეობის წარმომადგენლები პერიოდულად მართავდნენ მოსახლეობასთან საინფორმაციო სახის შეხვედრებს და მოსახლეობას აქვს სრული ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობისა და შესრულების ვადების შესახებ. მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას ადამიანებს, რომლებიც კეთილსინდისიერად შრომობენ ქალაქის საკეთილდღეოდ და ნუ ცდილობთ საზოგადოების დეზინფორმირებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
ესპანეთში 13 ქართველისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს
გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა - ავტოსაგზაო შემთხვევას, ჯამში, 8 ადამიანი ემსხვერპლა
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)