2020-09-11 15:21:57, 17868 ნახვა
ომი უკრაინაში
გიორგი გახარია - კორონავირუსით ინფიცირებულების ზრდის მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არსებობს
კორონავირუსით ინფიცირებულების ზრდის მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მიუხედავად სიტუაციის კონტროლისა, აუცილებელია დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინება.
„დღეს საქართველოში ინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთნ დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს, რამეთუ როგორც ეპიდემიოლოგები, ასევე მთავრობა სრულად აკონტროლებენ და მართავენ სიტუაციას და მართავენ პანდემიის გავრცელების რისკებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამატებითი სიმკაცრე და ღონისძიებები არ უნდა გავატაროთ და დაწესებული შეზღუდვები არ გავითვალისწინოთ“, - განაცხადა პრემიერ-მნისტრმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან