21:19 - 22 Jul, 2026
|
2020-09-11 12:35:02, 1974 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი გუნდი ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან ვერ გამოიყვანს
„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი გუნდი ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან ვერ გამოიყვანს. მისი თქმით, მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი გუნდი ივანიშვილის ერთგულებითაა ცნობილი. „გუნდი, რომელიც გუშინ წარადგინა „ქართულმა ოცნებამ“, არ არის ის გუნდი, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანს. ეს არ არის გუნდი, რომელიც დაძლევს სიღარიბეს და შეაჩერებს მიგრაციას. ეს არის გუნდი, რომელსაც ივანიშვილის ერთგულებით ვიცნობთ“, - განაცხადა კაპანაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)