|
2020-09-10 15:53:14, 2130 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავას განცხადებით, ხელისუფლებამ ეკონომიკის მოგუდვის გზა აირჩია
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეკონომიკის მოგუდვის გზა აირჩია. უგულავას თქმით, საზოგადოებამ დაინახა, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური მდგენელი და ამის გამო აღარავინ იცავს იმ წესებს, რომლებსაც სხვა ქვეყნებში იცავენ. „უკიდურესი სიბეცე და თავისი თავის მოტყუებაა იმის არ შემჩნევა, რომ ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი. რატომ აირჩია ხელისუფლებამ ეკონომიკის მოგუდვის გზა, თუ პანდემია მასთან თანაცხოვრების მანძილზე უნდა გადაძლეულიყო. ასევე, თუ თანაცხოვრება იყო გამოსავალი, ის რაც მთელმა მსოფლიომ გააკეთა, ჩვენთან პირიქით, ამოგუდვის გზით წავედით და საზოგადოებამ დაინახა, რომ აქ არის პოლიტიკური მდგენელი და ამის გამო აღარავინ იცავს იმ წესებს, რომლებსაც სხვა ქვეყნებში იცავენ“, - განაცხადა უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)