|
2020-09-07 13:09:35, 4536 ნახვა
კომენტარი
სერგი კაპანაძის განცხადებით, მთავრობა „აწარმოე საქართველოს“ ბიუჯეტის წინასაარჩევნოდ, პარტიული მიზნებისათვის გამოყენებას გეგმავს
„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, „აწარმოე საქართველოს“ მიერ თანხების შესაძლო წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებას ეხმიანება. მისი თქმით, „აწარმოე საქართველოს“ ბიუჯეტი 2020 წელს 40 მლნ. ლარს შეადგენდა, რომელიც ტურისტული სეზონის წინ უნდა გამოყენებულიყო. პანდემიის გამო, ვერ მოხდა ამ თანხების გამოყენება, მთავრობამ კი უარი თქვა ამ თანხების სხვა მიზნებისთვის გამოყენებაზე, მათ შორის პანდემიით დაზარალებული ადამიანების დახმარებაზე. ხელისუფლების თქმით, ეს თანხა დაიხარჯება ოქტომბერში, მაშინ როდესაც ტურისტული სეზონი დამთავრებულია. კაპანაძე აღნიშნავს, რომ ეს ბადებს დიდ ეჭვს, რომ მთავრობა ამ თანხას წინასაარჩევნოდ, პარტიული მიზნებისათვის გამოიყენებს. „პანდემიის დროს, „ქართულმა ოცნებამ“, თავის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, კი არ მოაგვარა ის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში დადგა, არამედ კიდევ უფრო გააღრმავა. მათ შორის კონკრეტული გეგმის არარსებობით, თანხების არასწორად გადანაწილებით, და მათ შორის იმით, რომ ბიუჯეტის ფული, ურცხვად, მიეცა თავისი შემომწირველებისათის სხვადასხვა კონტრაქტის გზით. დღეს მინდა შევეხო „აწარმოე საქართველოს“, რომელიც 2014 წლიდან არსებობს და რომლის ბიუჯეტი ყოველწლიურად იყო 10 მილიონი ლარი. მათ მიერ დაფინანსებული პროქტები, ჩვეულებრივ, არანაირ ეკონომიკურ ეფექტს არ იძლეოდა. ამ შემთხვევაში, ამ პროგრამას, რომლის სხვადასხვა ტიპის პრიორიტეტებში გაწერილი იყო ტურიზმთან დაკავშირებლი საკითხები, მათ შორის სასტუმროების მოწყობა ტურისტული სეზონის წინ, ინფრასტრუქტურული და ტექნიკური აღჭურვა. ამ ყველაფრისთის 2020 წელს იყო გამოყოფილი 40 მილიონი ლარი, პანდემიის შემდეგ, ეს თანხა, ბუნებრივია, ვერ დაიხარჯა. შესაბამისად, ლოგიკური იქნებოდა, რომ ეს თანხა დახარჯულიყო სხვა მიზნებისათვის, იქნებოდა ეს ჯანდაცვის კუთხით, სოც. დახმარებების თუ სხვა კუთხით. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ არათუ გამოიყენა ეს თანხა სხვა მიზნებისათვის, არამედ განაცხადა, რომ დაიწყებს ამ ფულის გამოყენებას ოქტომბერში. მაშინ, როდესაც ტურისტული სეზონი მთავრდება ისინი ამბობენ , რომ თანხას ოქტომბერში დახარჯავენ. ეს ფაქტი გვაფიქრებინებს იმას, რომ პროგრამის გამოყენება უნდა მოხდეს წინასაარჩევნოდ. თანხების გაცემის დროს კონტროლის ეფექტური მექანიზმი ვერ იმუშავებს, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ გრანტების გაცემა მოხდება უკონტოლოდ და მიიღებს მოსყიდვის სახეს, რადგან ქვეყანაში არსებული უმწვავესი ეკონომკიკური კრიზისის ფონზე, სააგენტოს ანგარიშზე უდევს თანხა 40 მილიონის ოდენობით, რომლის დახარჯვას რატომღაც ოქტომბერში გეგმავს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ფულს, ბიუჯეტის ფულს, დახარჯავენ წინასაარჩევნოდ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისათის. ეს პრაქტიკა უნდა დასრულდეს, მას მერე, რაც „ქართული ოცნება“ დამარცხდება ამ არჩევნებში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე - ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას
ტრამპის ვიზიტის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ჩინეთში პუტინი ჩავა
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)