19:11 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-05 19:58:09, 3344 ნახვა

პოლიტიკა
პატრიოტთა ალიანსის ილორში ჩატანილი ხატი ტაძრიდან გამოიტანეს და ენგურთან დაასაწყობეს

"პატრიოტთა ალიანსის" მიერ ნაჩუქარი ხატი ოკუპირებულ აფხაზეთში ილორის წმინდა გიორგიდან გამოიტანეს და ენგურთან მიიტანეს.

ხატი მიიტანეს ენგურის პუნქტზე და გადასცეს ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის დაცვას.  ხატი იქვე განთავსებულ პუნქტრში დაასაწყობეს. 

ადგილობრივი ორგანიზაციის "არუაას" წარმომადგენლების და ოკუპირებული აფხაზეთის მართლმადიდებელი ე.წ. ეკლესიის წარმომადგენლებმა ორგანიზება გაუწიეს ხატის დაბრუნებას.

მღვდელ ბესარიონ აპლიას დაჯგუფებამ, რომლის ეკლესიამაც ნაჩუქარ ხატთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რამდენიმე წლის წინ ავტოკეფალია გამოაცხადა.

შეგახსენებთ, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და გიორგი ლომიამ რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნისას ილორის ეკლესიაში ხატი საჩუქრად მიიტანეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
NGO-ები: საგანგაშოდ მივიჩნევთ ვახო სანაიას დაკავებას, სოლიდარობას ვუცხადებთ
ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვა სექტემბრიდან განახლდება
ვიოლა ფონ კრამონი: საქართველო პუტინის მარიონეტად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics