19:11 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-04 12:42:15, 2279 ნახვა

პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი - „პროგრესი და თავისუფლება“ იქნება იმის გარანტი, რომ საქართველოში შეიქმნება მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს გარემო

„პროგრესი და თავისუფლება“ იქნება იმის გარანტი, რომ საქართველოში შეიქმნება მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს გარემო, - ამის შესახებ პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ დამფუძნებელმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტია ხელისუფლებაში ფართო კოალიციით მოდის.

„მე წარმოვადგენ პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“. ჩვენ დღეს ხელს ვაწერთ მემორანდუმს და ვუერთდებით საარჩევნო ბლოკს „ძალა ერთობაშიას“. ჩვენ ფართო კოალიციით მოვდივართ ხელისუფლებაში და ჩვენი პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ იქნება გარანტი იმისა, რომ საქართველოში შეიქმნება მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს გარემო. ჩვენ ვიქნებით ამის გარანტი, რომ დავამარცხოთ სიდუხჭირე და მყისიერად შევქმნათ ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი“, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კახა ოქრიაშვილმა „ძალა ერთობაშიასთან“ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
NGO-ები: საგანგაშოდ მივიჩნევთ ვახო სანაიას დაკავებას, სოლიდარობას ვუცხადებთ
ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვა სექტემბრიდან განახლდება
ვიოლა ფონ კრამონი: საქართველო პუტინის მარიონეტად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics