2020-09-04 10:27:13, 5304 ნახვა
კომენტარი
პრემიერი გაეროს რეზოლუციაზე - კენჭისყრის ასეთი შედეგით დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება
კენჭისყრის ასეთი შედეგით დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას.
გახარია პარტნიორებს გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„დღეს გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის სხდომაზე უპრეცედენტო მხარდაჭერით იქნა მიღებული რეზოლუცია იძულებით ადგილნაცვალი პირების შესახებ, რითაც მათი და დევნილების სახლში დაბრუნების უფლება იქნა განმტკიცებული.
გაეროს რეზოლუციას 84 მხარდამჭერი ქვეყანა და 54 თანა-ინიციატორი ჰყავს.
კენჭისყრის ასეთი შედეგით დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება!
მადლობას ვუხდი პარტნიორებს მხარდაჭერისთვის", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,