|
2020-09-03 19:00:56, 12566 ნახვა
სხვადასხვა
ძილის ხანგრძლივობა და მიოკარდიუმის ინფარქტი
ძილის ქრონიკული უკმარისობა კარდიოვასკულური დაავადებების მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორების ჩამონათვალში სულ უფრო მყარად იკავებს ადგილს. ბრიტანეთში ჩატარდა პროსპექტული კოჰორტული კვლევა, სადაც აკვირდებოდნენ 40-დან 69 წლამდე 500, 000 ადამიანს, რომელთაც კვლევაში ჩართვისას არ ჰქონდათ კარდიოვასკულური დაავადებები. დაკვირვება გრძელდებოდა საშუალოდ 7 წელი. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მათ, ვინც აღნიშნავდა, რომ ეძინათ 6 საათზე ნაკლები ღამეში, მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკი გაეზარდათ 20%-ით. ძილის მოყვარულებსაც არ აღმოაჩნდათ სახარბიელო მდგომარეობა - მათ, ვისაც ჩვეულებრივ 9 საათზე მეტი ეძინათ, ინფარქტის განვითარების რისკი შედარებით გაეზარდათ.
მენდელეის რანდომიზებული ანალიზით დადგინდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ხანმოკლე ძილსა და მიოკარიუმის ინფარტქის განვითარების რისკის ზრდას შორის. ამიტომ ადამიანებს, რომლებსაც 6 საათზე ნაკლები სძინავთ ღამით, ეძლევათ რეკომენდაცია, 1 საათით გაზარდონ ძილის ხანგრძლივობა, რაც შეუმცირებთ ინფარქტის განვითარების რისკს 20%-ით.
მკვლევარები სავარუდო მიზეზად ანთებითი მარკერების გააქტიურებას ასახელებენ, როგორიცაა C-რეაქტიული ცილა და ციტოკინები. ლაბორატორიულ ექსპერიმენტით ნანახია ძილის მწვავე დარღვევისას ანთებითი მარკერების მატება. ძილის ზომიერი შემცირებაც კი, როგორიცაა 6-დან 8 საათამდე ძილი 8 დღის განმავლობაში, იწვევს ანთებითი ციტოკინების მატებას.
ძილთან დაკავშირებული პრობლემების არსებობისას უმჯობესია მიმართოთ ექიმს, დროის დაზოგვის მიზნით შეგიძლიათ REDMED-ის დისტანციური სამედიცინო მომსახურებით ისარგებლოთ, რაც გულისხმობს, რომ REDMED-ის აპლიკაციით, ან ვებგვერდით შეარჩევთ ექიმს, მომსახურების მირების დროს და ტიპს (აუდიო კონსულტაცია ან ვიდეო კონსულტაცია). მომსახურებას თქვენივე მოწყობილობით მიიღებთ და კონსულტაციის ღირებულებასაც ონლაინ ბანკით დაფარავთ, ამგვარად თავიდან აირიდებთ ექიმთან კლინიკაში მისვლას, რიგებს და მრავალ სხვა დისკომფორტს.
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)