|
2020-08-31 15:15:53, 1499 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა პეტრას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაალ მიქელაძესა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ცოტნე ანანიძესთან ერთად ციხისძირში პეტრას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. „ქართული ოცნების" ლიდერებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა უმასპინძლა, რომელმაც მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. „ქართული ოცნების" ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ისტორიული ციხე-ქალაქის რეაბილიტაციის მნიშვნელობას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას პეტრას ციხის განახლებისთვის 750 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა ციხის დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კედლებს, ასევე - დერეფნის უბანს. ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)