|
2020-08-30 10:31:40, 3855 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერზე - ეს არის რუსული პროვოკაცია და რუსული დაკვეთა
„ეს არის რუსული პროვოკაცია და რუსული დაკვეთა“ , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ფაქტზე უფრო ამაზრზენი ოპოზიციური პარტიების ქმედებები იყო, რომლებიც ერთმანეთს ასწრებდნენ ბანერების ჩამოხევას. „წარმოუდგენელია, ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა შეფასება მივცეთ იმას, რაც მათ ბანერზე გამოაკრეს - ეს არის რუსული პროვოკაცია და რუსული დაკვეთა, რომელსაც, სამწუხაროდ, ისინი ასრულებენ. როგორც ვიცი, „პატრიოტთა ალიანსის" მიერ 3 ასეთი ბანერია ბათუმში გამოკრული. მეორე ბანერის ჩამოხსნის დროს, მესამე ბანერის ჩამოსახსნელად ერთმანეთს ასწრებენ პოპულისტურად ოპოზიციური პარტიები. მარათონი აქვთ, რომელი მიასწრებს ბანერთან, რომ თითქოს ისინი არიან ყველაზე მაგარი პატრიოტები და ჩამოხსნეს. რა თქმა უნდა, გულწრფელადაც შეიძლება ვინმეს გაუჩნდა ღია პროტესტი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, თუ იმ პარტიებმა მიასწრეს იმ ბანერთან ჩამოსახსნელად, რომლებიც აშკარად არა, მაგრამ მათი ფარული საქციელებით და მოქმედებებით კიდევ უფრო მყარად უჭერენ მხარს რუსულ საქმეს, ეს კიდევ უფრო ამაზრზენი იქნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)