2020-08-28 14:23:04, 5570 ნახვა
კომენტარი
დეკანოზი თამაზი - არასოდეს არაფერს დავიჯერებ იმ პოლიტიკოსის, რომელიც ხატების და ეკლესიების ფონზე პოზიორობს
„არასოდეს არაფერს დავიჯერებ იმ პოლიტიკოსის, რომელიც ხატების და ეკლესიების ფონზე პოზიორობს“ , - ამის შესახებ დეკანოზმა თამაზმა სოციალურ ქსელში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მზგავსი ქმედება რელიგიით სპეკულანტობა და თვალთმაქცობაა.
„არასოდეს არაფერს დავიჯერებ იმ პოლიტიკოსის, რომელიც ხატების და ეკლესიების ფონზე პოზიორობს და საჯაროდ ხატებს დაატარებს საარჩევნოდ. ესაა რელიგიით სპეკულანტობა და თვალთმაქცობა. მე კი არა ვარ სანდო, მაგრამ ამ წმინდა ხატის გამო მენდეთო - ესაა ამ სპექტაკლების სამარცხვინო ქვეტექსტი. ხატს თავი დაანებე და ის თქვი: შენ ვინ ხარ, რას აპირებ, რას ფიქრობ და რა შეგიძლია ქვეყნისთვის“ , - განაცხადა დეკანოზმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,