2020-08-27 13:40:23, 5859 ნახვა
კომენტარი
თურნავა სააკაშვილის განცხადებაზე - ვფიქრობ, არასერიოზულია და უკვე თანაგუნდელებიც დაღალა
ვფიქრობ, არასერიოზულია ეს ყველაფერი, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავცელებულ ვიდეომიმართვას.
მისი თქმით, სააკაშვილმა უკვე თანაგუნდელებიც დაღალა.
„მე ვფიქრობ, რომ არასერიოზულია ეს ყველაფერი და მან ძალიან დაღალა უკვე საზოგადოება. რა სერიოზულ კომენტარს ელოდებით ჩემგან ამ ყოვლად არასერიოზულ საკითხზე?! მან მგონი, საკუთარი თანაგუნდელებიც დაღალა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ბრუნდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,