|
2020-08-26 23:17:23, 1338 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა - მეგობრებო „ნაცმოძრაობიდან“, ძალა ერთობაშია, თუ გადაღუნვაში?
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ისნის მაჟორიტარად ხატია დეკანოიძის დასახელებას „ფეისბუქზე“ ეხმაურება. „მეგობრებო „ნაცმოძრაობიდან“, ძალა ერთობაშია, თუ გადაღუნვაში? სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო“,- წერს უგულავა. ამასთან, მოგვიანებით, გიგი უგულავამ თავისივე პოსტზე მინაწერი გააკეთა, სადაც აღნიშნავს, რომ „ევროპული საქართველო“ ისნის მაჟორიტარულ ოლქში მხარს უჭერს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გიორგი ვაშაძეს. „ჩვენ შეთანხმების ერთგული ვრჩებით, შესაბამისად, ისანში მხარს გიორგი ვაშაძეს დავუჭერთ. კიდევ ერთხელ, ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. სამწუხაროა, რომ ხატიას წარმატებას არ ვუსურვებ. დრო გამოაჩენს, რომ ეს ძალიან არასწორი ნაბიჯი იყო“,- წერს გიგი უგულავა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე დაასახელა. გაერთიანებულმა ოპოზიციამ ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე წარადგინა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)