09:48 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-22 17:00:12, 2291 ნახვა

მსოფლიო
ხაბაროვსკში მეშვიდე კვირაა დაკავებული გუბერნატორის გათავისუფლებას ითხოვენ

მეშვიდე კვირაა, ხაბაროვსკში დაკავებული გუბერნატორის გათავისუფლების მოთხოვნით მსვლელობა იმართება.

არსებული ინფორმაციით ქუჩაში 1 500-მდე ადამიანი გამოვიდა.

აქციის მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ბალურისში მიმდინარე აქციების მონაწილეებს.

მომიტინგეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისაც, რომელიც, სავარაუდოდ, მოწამლეს და კომაშია.

შეგახსენებთ, რომ დაკავებული გუბერნატორი, სერგეი ფურგალი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერია, რომელმაც გუბერნატორის არჩევნებში მმართველი ძალის, "ერთიანი რუსეთის" კანდიდატი დაამარცხა.

მას ბრალად ედება 2004-05 წლებში ბიზნესმენების მკვლელობების ორგანიზება. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივებით აღიძრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ყუბანში მდებარე საკომპრესორო სადგურს და ვორონეჟის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომს შეუტიეს.
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
Axios: ტრამპმა ირანზე დარტყმების ბრძანება თურქეთში ყოფნისას გასცა
ირანმა დარტყმები განახორციელა რეგიონში მდებარე 85 ამერიკული ობიექტის წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics