21:29 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-21 16:32:47, 1695 ნახვა

სამართალი
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ბრალის დამძიმებას უარყოფს

საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა, ჩოგბურთელის ბრალის დამძიმებას უარყოფს.

როგორც ადვოკატის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველებმა, მორიგი აბსურდული ინფორმაცია გაავრცელეს.

„ამერიკის ცინცინატის ღია პირველობამდე, ორი დღით ადრე, მორიგი ფსიქოლოგიური ზეწოლა მსოფლიოს 27-ე ჩოგანზე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საუბარი, ბასილაშვილის წინაღმდეგ ბრალის დამძიმების შესახებ, არის მორიგი სპეკულაცია და ემსახურება სპორტსმენის იმიჯის შელახვას. გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ რეალურად, პროკურატურაში, ბასილაშვილის წინააღმდეგ, ბრალი დაზუსტდა და არ დამძიმებულა.

რადგან გამოძიების პირველ ეტაპზე, წაყენებული ბრალის მოხედვით, 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, დაზუსტებული ბრალის მიხედვით, ეს პატიმრობის ვადა, 2 წლამდე შემცირდა.

შესაბამისად, გაურკვეველია რას გულისხმობენ, ბრალის დამძიმებაში, ნელი დოროყაშვილის ადვოკატები. რაც შეეხება, გენდერული და სხვა ნიშნით ძალადობას, აღნიშნული ბრალდება, არის დამყარებული მხოლოდ ერთი ადამიანის - ნელი დოროყაშვილის ჩვენებაზე და არის მისი სუბიექტური შეფასება, რადგან საქმეში არ მოიპოვება არცეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური ან მორალური ძალადობის ფაქტს“, - ნათქვამია ირმა ჭკადუას განცხადებაში.

ცნობისთვის, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესებს იცავს, დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩოგბურთელს ბრალი დაუმძიმდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics