|
2020-08-20 15:06:33, 3136 ნახვა
ეკონომიკა
სად შევიძინოთ ორთოპედიული პროდუქტები?
დღეს საქართველოში უკვე უამრავი სამედიცინო მაღაზია თუ კლინიკა არსებობს, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა სამედიცინო, მათ შორის ორთოპედიული პროდუქტები. თუმცა უდავოა, რომ ლიდერის პოზიციას „ახალი ხედვა“ ინარჩუნებს. იგი 2012 წელს დაარსდა და დასაწყისიდანვე მის მისიას ქართული ბაზრის მაღალი ხარისხის, თანამედროვე და ინოვაციაზე ორიენტირებული სამედიცინო პროდუქციით უზრუნველყოფა წარმოადგენს. მისი განსაკუთრებული უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი მომხმარებლებს უზრუნველყოფს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი და ექსკლუზიური ბრენდებით. რა ორთოპედიული პროდუქტების შეძენაა შესაძლებელი ახალ ხედვაში? მაღაზიათა ქსელში „ახალი ხედვა“ წარმოდგენილია სხეულის სხვადასხვა ნაწილის და ხარისხის დაზიანებებისთვის საჭირო ფიქსატორები. აქ წარმოდგენილი ორთოპედიული პროდუქცია მოიცავს კისრის, მხრის, იდაყვის, თითის, სხივ-მაჯის, მენჯ-ბარძაყის, მუხლის, ტერფისა და კოჭის ფიქსატორებს, ასევე წელის კორსეტებსა და ქამრებს, საბავშვო პროდუქციას, ბალიშებს და სხვა. მაღაზიაში შეგიძლიათ შეარჩიოთ სხვადასხვა ბრენდისა და მაღალი ხარისხის პროდუქცია მისაღებ ფასებში. რატომ ახალი ხედვა? "ახალი ხედვა" არის პირველი და ერთადერთი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი, რომელიც ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. კომპანიის მიზანია ცოდნა და პროფესიონალიზმი მოარგოს მომხმარებლის სურვილებს, რათა შესთავაზოს მაღალი ხარისხის პროდუქტი მათთვის კომფორტული ცხოვრების შესაქმენლად. ასევე, გახადოს იგი უფრო მრავალფეროვანი, სტაბილური, სანდო და რაც მთავარია, ყველასთვის ხელმისაწვდომი. როგორი ფასებია ახალ ხედვაში? უმაღლეს ხარისხთან და საიმედო ბრენდებთან ერთად, „ახალი ხედვა“ ამავდროულად გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასებით. პროდუქციის ღირებულება გათვლილია ყველანაერ სეგმენტზე, რათა თითოეულ ადამიანს ხელი მიუწვდებოდეს ხარისხიან და სანდო, ჯანმრთელობისათვის აუცილებელ ნივთებზე. მაღაზიათა ქსელში „ახალი ხედვა“ თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ სხეულის სხვადასხვა ნაწილისა და ხარისხის დაზიანებებისათვის საჭირო ფიქსატორები. თავისთავად მათი ღირებულებაც განსხვავებულია. მაგალითად კისრის ფიქსატორების ფასი, ყველაზე მცირე 44 ლარიდან იწყება და 338 ლარამდე ადის, ასევე მუხლის ფიქსატორები, მათი ღირებულება 18 ლარიდან 286 ლარამდე მერყეობს. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ჯანმრთელობის პრობლემის იმ სირთულეზე, რომელიც პაციენტს აწუხებს.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)