|
2020-08-18 12:52:48, 1166 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - ვაპირებ, გია ვოლსკი დავამარცხო!
ვაპირებ, გია ვოლსკი დავამარცხო. ის არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი გამორჩეული სახე, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ყველგან სადაც ოპოზიციამ შეთანხმებას მიაღწია, „გირჩი“ საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს. „ვაპირებ, გია ვოლსკი დავამარცხო. გია ვოლსკი არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი გამორჩეული სახე, ვიცე-სპიკერია, მანამდე ფრაქციის თავმჯდომარე იყო, არის ერთ-ერთი მთავარი კომენტატორი მიმდინარე მოვლენებზე ოცნების მხრიდან და ვაპირებ რომ დავამარცხო. ცხადია, ეს მხარდაჭერა, რომელიც გამომიცხადეს მნიშვნელოვნად წამადგება ამ ბრძოლაში“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციის საერთო კანდიდატი საბურთალოს ოლქში ირაკლი ოქრუაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთში კი, ზურაბ ჯაფარიძე იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)