10:33 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-05 12:43:29, 3162 ნახვა

მსოფლიო
ფრანსუა ოლანდი: თუ უკრაინაში წინსვლა იქნება, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები უნდა გაუქმდეს

იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის კრიზისის მოგვარებაში წინსვლა იქნება, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა გაუქმდეს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.

მისი თქმით, 15 იანვარს, ასტანაში, უკრაინის აღმოსავლეთით კრიზისის მოგვარების მიზნით, მორიგი შეხვედრა გაიმართება, რომელსაც უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთის და გერმანიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

„ჩავალ ასტანაში მხოლოდ ერთი პირობით, თუ ახალ პროგრესს მივაღწევთ. ვფიქრობ, რომ აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.

მისივე თქმით, თუ პროგრესი არ მიიღწევა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დარჩება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics