13:31 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-17 23:49:54, 897 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა რუსთავში გიორგი ლეონიძის ქუჩაზე არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ და  რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ რუსთავში,  გიორგი ლეონიძის ქუჩაზე არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

4 ჰექტარზე გაშენებული მრავალფუნქციური სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები  მარტში დაიწყო და უკვე დასრულების ფაზაშია. სკვერის რეაბილიტაციაზე 1 775 000 ლარია გამოყოფილი.

სკვერის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სპორტული მოედნების, სკეიტპარკის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული სივრცის, საბავშვო მოედნის, სველი წერტილის, განათების სისტემისა და ბილიკების მოწყობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics