|
2020-08-17 20:10:51, 1061 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - საქართველო ივანიშვილმა დაამსგავსა 90-იანი წლების რუსეთს
„საქართველო ივანიშვილმა დაამსგავსა 90-იანი წლების რუსეთს“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია. „საქართველოს, ჩვენს სამშობლოს დაეპატრონა მანიაკალური მკვლელი და ეს მკვლელი ანადგურებს და კლავს ჩვენს შვილებს. ბოლო წლებში, დაირღვა მთავარი რაღაც, რაც იყო ჩვენი, პირადად ჩემი მონაპოვარი, რომ მშობლებს არ ეშინოდათ თავისი შვილების გაშვება გარეთ. საქართველო ივანიშვილმა დაამსგავსა 90-იანი წლების რუსეთს, სადაც მან გააკეთა ფული, სადაც ადამიანის ცხოვრება არ ღირდა არაფერი. ამდენი გაუჩინარება, ამდენი გამოუძიებელი მკვლელობა, ამდენი გაყალბება, დაწყებული ეროსი კიწმარიშვილიდან, შემდეგ ხორავას ქუჩა და უამრავი სხვა. ეს რაც ვიცით და ათასობით სხვა, რომელიც არც ვიცით და არც მოდის ხალხის ყურამდე. სრული განუკითხაობა და დიდი საშიშროებაა ქვეყანაში. ნარკოტიკებმა წალეკა ახალგაზრდები. დაუსჯელობის სინდრომმა გაუხსნა კრიმინალებს ხელი და ეს ყველაფერი წახალისებულია ივანიშვილის, გახარიას და ამ ბანდის მიერ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის შესაჩერებელი, ეს მკვლელი, მანიაკი არის შესაჩერებელი. პირადად მე, არ მივატოვებ ჩვენს ხალხს და ჩვენს ახალგაზრდობას გასაჭირში. ჩვენ აუცილებლად დავუსვამთ ამ ყველაფერს წერტილს, ჩვენ აუცილებლად გადავარჩენთ ჩვენი ახალგაზრდობის სიცოცხლეს, ჩვენ აუცილებლად შევაჩერებთ ამ გენოციდს“ , - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)