|
2020-08-15 14:10:31, 1156 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი „კლასტერი“ ქვეყნისთვის საფრთხის მატარებელია
„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი „კლასტერი“ ქვეყნისთვის საფრთხის მატარებელია, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა საარჩევნო კამპანია არა „რაღაცა ბაქიბუქით“, არამედ ბოდიშით უნდა დაიწყონ. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ცხრა წლის გახსენებაზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, იმ ადამიანებს ეკისრებათ, ვინც ქვეყნისა და ხალხის წინაშე მძიმე დანაშაულები ჩაიდინა. „მათი საარჩევნო კამპანია უნდა დაიწყოს არა რაღაცა ბაქიბუქით, არამედ ხალხისთვის ბოდიშის მოხდით. ამ რვა წლის განმავლობაში ერთხელ არ მოუხდიათ ბოდიში იმიტომ, რომ არ აქვთ განცდა, რომ დანაშაული ჩაიდინეს. ისინი სახელმწიფოს ღალატს კომპრომისს არქმევენ. ასეთი ხალხისგან პრეტენზიები, რატომ ვახსენებთ წარსულს, იმიტომ, რომ მათი წარსული არის მათივე მომავალი. როგორც აზროვნებენ და რა პოლიტიკური იდეოლოგიაც ჰქონდათ მათი მმართველობის დროს, აბსოლუტურად იგივე დამოკიდებულება აქვთ ყველა საკითხის მიმართ. ცხადია, მათთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის ამის შეხსენება ერთგვარი პრევენციაა ჩვენი მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის პრობლემები, საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევები, სოციალურ-ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხებია. მთლიანად ვართ კონცენტრირებული ამ ყველაფერზე, თუმცა თავისთავად ცხადია, გვწამს და გვჯერა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი „კლასტერი“ ქვეყნისთვის საფრთხის მატარებელია, გამომდინარე იმ ფაქტებიდან, რაც წინა ხელისუფლებამ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინა. ეს ფაქტებითაა დამტკიცებული, არ არის მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები. საზოგადოებას, რომელსაც ყოველდღიური გამოწვევები აქვს, უნდა შევახსენოთ, რომ თუ ეს ძალა მოვიდა, პრობლემებს შეუქმნის. მათ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვთ“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)