|
2020-08-14 16:50:51, 891 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერები საგარეჯოში,სახელმწიფოს მხარდაჭერითშექმნილ ჩირისსაწარმო „ჯეოორგანიკში“ იმყოფებოდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი ჩირის საწარმო „ჯეო ორგანიკში" იმყოფებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები საწარმოს მუშაობის პროცესით დაინტერესდნენ. „ჯეო ორგანიკის" მფლობელმა ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა „ქართული ოცნების" ლიდერებს განხორციელებული ინვესტიციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების მხარდაჭერით შექმნილი საწარმო წელიწადში 600 ტონა ხილს ამუშავებს. მეწარმის ინფორმაციით, „ჯეო ორგანიკი" მომავალი წლისთვის 1000 ტონამდე ხილის გადამუშავებას შეძლებს, ხოლო უკვე გადამუშავებულია 10 ტონა ატამი და 10 ტონა ნესვი. საწარმოს სრული ინვესტიცია 5 მლნ ლარია, საიდანაც საკუთარი წილი 3,1 მლნ ლარს, სახელმწიფო გრანტი 345 000 ლარს, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი - 1 500 000 ლარს შეადგენს. ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის გარდა, იგეგმება პროდუქციის ექსპორტი ჩეხეთში, შვედეთსა და უკრაინაში. „ჯეო ორგანიკში" 50 ადგილობრივია დასაქმებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)