|
2020-08-12 11:19:50, 19919 ნახვა
ომი უკრაინაში
პაატა იმნაძე - თუ ლენჯერის მსგავსი კერა ქვეყნაში რამდენიმე წერტილში გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება
თუ ლენჯერის მსგავსი კერა ქვეყნაში რამდენიმე წერტილში გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება, - ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ ლენჯერის მსგავსი დაავადების კერები ქვეყნის რამდენიმე წერტილში გაჩნდება, ქვეყანას რესურსი არ ეყოფა იმისთვის, რომ მსგავსი კვლევები ცალ-ცალკე მუნიციპალიტეტში ჩატარდეს. „30 შემთხვევა დაფიქსირებულია ერთ კერასთან, ლენჯერთან - ეს ძალიან ბევრია. ამიტომ ის ღონისძიებები რაც გატარდა მესტიის მუნიციპალიტეტი იყო მნიშვნელოვანი, რომ მაქსიმალურად მომხდარიყო შეკავება. მაგრამ თუ ასეთი კერა ქვეყნაში რამდენიმე წერტილში გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება. არც ერთი რესურსი იმას არ ეყოფა რომ ცალ-ცალკე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდეს ასეთი კვლევები. საბედნიეროდ, ყაზბეგში არ ჩანს ის, რომ ასეთივე მდგომარეობა შეიქმნება, რასაც ვერ ვიტყვი მესტიაზე“, - განაცხადა იმნაძე.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)