|
2020-08-08 11:47:12, 2433 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე წინა ხელისუფლებაზე - როცა ჯარისკაცები ბოლომდე იბრძოდნენ, სად იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები?
როცა ჯარისკაცები ბოლომდე იბრძოდნენ, სად იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები? - ასე გამოეხმაურა წინა ხელისუფლების აგვისტოს ომისას მოქმედებას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. მისი თქმით, ის რომ მოსახლეობა ომში ევაკუაციის გარეშე დატოვეს, სხვა განსჯის საკითხია. „რუსეთი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის პრინციპების წინააღმდეგ, რუსი კარისკაცები საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებიან და რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში კიდევ ერთხელ აგრესიით სცადა თავდასხმა საქართველოს თავისუფლებაზე. 2008 წლის აგვისტოში ჯარისკაცებმა იბრძოლეს ბოლომდე, მოსახლეობამ განიცადა დიდი ტანჯვა. სამწუხაროდ, დავკარგეთ ტერიტორიები. თუ როგორ მოიქცა მაშინდელი ხელისუფლება, რომელმაც დაუშვა შეცდომებთან ბევრი გადაწყვეტილება არასწორად მიიღო, მაგალითად მოსახლეობის ევაკუაციის გარეშე დატოვება, როცა ჯარისკაცები ბოლომდე იბრძოდნენ, სად იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები ესაა სხვა განსჯის საკითხი“, - განაცხადა თალაკვაძემ.
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)