2020-08-05 13:07:39, 2785 ნახვა
კომენტარი
მარიამ ქვრივიშვილი - მიუნხენისა და პარიზის რეისებით ჩამოსული ტურისტები საქართველოში კარანტინის გავლის გარეშე შემოვიდნენ
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის გაცხადებით, მიუნხენისა და პარიზის რეისებით ჩამოსული ტურისტები საქართველოში კარანტინის გავლის გარეშე შემოვიდნენ.
ქვრივიშვილმა დაამატა, რომ აღნიშნული რეისებით ჩამოსული ადამიანების უმრავლესობა ტურისტი იყო.
„გუშინ შესრულდა პარიზის რეისი. ბორტზე იმყოფებოდა 188 ადამიანი, საიდანაც აბსოლუტური უმრავლესობა იყვნენ ტურისტები, რომლებმაც, ბუნებრივია, კარანტინის გარეშე დატოვეს კარანტინი და ახლა უკვე ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობენ. იგივე პრინციპი გავრცელდა მიუნხენის რეისზეც, აბსოლუტური უმრავლესობა იყო ტურისტი“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან