01:11 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-03 13:48:28, 17131 ნახვა

ომი უკრაინაში
აფხაზეთიდან გადმოყვანილი კოვიდინფიცირებული პირი მედპერსონალია

აფხაზეთიდან გადმოყვანილი კოვიდინფიცირებული მედპერსონალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს, - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტს რაიმე ქრონიკული დაავადება არ უფიქსირდება.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს 18 პაციენტი. მათგან ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთადერთ პაციენტს ესაჭიროება ინტენსიური თერაპია, თუმცა მას მართვითი სუნთქვა არ სჭირდბა.

რაც შეეხება აფხაზეთიდან გადმოყვანილ პაციენტს, ესაა სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი, რომელსაც უშუალოდ ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულ პაციენტთან და ამის შემდგომ თავადაც დაინფიცირდა. მკურნალობდა აფხაზეთში, მაგრამ იქ ვეღარ მართეს სიტუაცია და 1 აგვისტოს რუხის კლინიკაში გადაიყვანეს. გამოხატული იყო სუნთქვის უკმარისობა და პნევმონია. გუშინ გადმოიყვანეს ჩვენთან. მდგომარეობა გაუმჯობესდა, ამჟამად პაციენტს არ ესაჭიროება რეანიმაციული ღონისძიებები. საკმაოდ საყურადღებო პაციენტია, რადგან აფხაზეთში საკმაოდ მძიმე პნევმონია უფიქსირდებოდა“, - განაცხადა გოფოძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics