|
2020-07-31 12:00:08, 3420 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ნდობა სრულად ჩამოშლილია
„სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებლის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ 8 წლიანი მმართველობის თავზე საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ნდობა სრულად ჩამოშლილია. მისივე თქმით, ამერიკის ელჩმა საქართველოში პირდაპირ მოუწოდა მთავრობას, რომ წაიკითხონ და გაითვალისწინონ სენატის და კონგრესის განცხადებები. „8 წლიანი მმართველობის თავზე სრულად ჩამოშლილია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ნდობა. ჩვენ ვზიანდებით მათი ყველა განცხადებით. რაც ყველაზე მთავარია, გუშინ ამერიკის ელჩმა საქართველოში პირდაპირ მოუწოდა მთავრობას, რომ წაიკითხონ და გაითვალისწინონ სენატის და კონგრესის განცხადებები. ამით ყველა მანიპულაცია დახურულია, რასაც აქამდე ეს დამსხვრეული „ოცნების“ პარტიის წარმომადგენლები ეწეოდნენ. მინდა მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ეს არის იმ საშინელი შიმშილისა და სიღარიბის განმაპირობებელი, რომელიც ახლა ხდება. მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ზესახელმწიფოს მხარდაჭერას არ ვიყენებთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)