|
2020-07-29 18:05:18, 4616 ნახვა
პოლიტიკა
რობერტ ბრადტკე - თუ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი დაიწყო, საქართველო შესაძლოა მისი უნებლიე მსხვერპლი აღმოჩნდეს
აშშ-ს ყოფილი მომლაპარაკებელი, რობერტ ბრადტკე აცხადებს, რომ თუ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი დაიწყო, საქართველო შესაძლოა მისი უნებლიე მსხვერპლი აღმოჩნდეს. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინტერვიუს „ამერიკის ხმა“ ავრცელებს. ბრადკე „ამერიკის ხმასთან" აცხადებს, რომ თუ ამ კონფლიქტის ესკალაცია მოხდა, საქართველოსთვის რისკები უზარმაზარი იქნება. „ცხადია, რომ თუ ამ კონფლიქტის ესკალაცია მოხდა, საქართველოსთვის რისკები უზარმაზარია. მიჭირს იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეიძლება საქართველო მასში არ ჩაერიოს, თუ სომხეთმა და აზერბაიჯანმა გადაწყვიტეს კონფლიტში უფრო სერიოზული ნაბიჯები გადადგან. ასევე მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ რუსეთი არ ჩაერევა. სომხეთს და რუსეთს თავდაცვის შეთანხმებაზე აქვთ ხელი მოწერილი, რომელიც ყარაბაღის ტერიტორიას არ მოიცავს, რადგან რუსეთი მას აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებს. შეთანხმება ასევე არ მოიცავს იმ შვიდ ტერიტორიას, რომელიც ყარაბაღს ესაზღვრება. ესეც იმიტომ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ტერიტორიას სომხეთის ნაწილად არ აღიარებს. მაგრამ, რუსეთთან შეთანხმება საკუთრივ სომხეთის მთელს ტერიტორიას იცავს. ბოლო პერიოდში აზერბაიჯანი დაიმუქრა, რომ დაარტყამს არა მთიან ყარაბაღს, არა მის გარშემო მდებარე შვიდ ტერიტორიას, არამედ სომხეთის ტერიტორიას. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ სომხეთი ამ შეთანხმების საფუძველზე, მოსკოვს დახმარებას სთხოვს. ეს კი კატასტროფა იქნება. რუსეთიდან შეიარაღების და ჯარის ტრანზიტმა პოტენციურად შეიძლება საქართველოზე გაიაროს. ამის შემდეგ თურქეთი იტყვის, რომ თუ რუსები სომხებს ეხმარებიან, ჩვენ აზერბაიჯანს დავეხმარებითო. იგივეს იტყვის, სავარაუდოდ, ირანიც. ეს კოშმარული სიტუაცია იქნება“, - აღნიშნავს ბრადტკე. ბრადტკეს განცხადებით, საფრთხის სერიოზულობიდან გამომდინარე, საქართველომ ამ კონფლიქტს თვალი ყურადღებით უნდა ადევნოს. „საქართველოსთვის რთულია დიპლომატიურად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ცხადია, ქვეყანას შეუძლია მხარეებს შეახსენოს ის, რომ მშვიდობიანი გამოსავლისკენ იმუშაონ. საფრთხის სერიოზულობიდან გამომდინარე, საქართველომ ამ კონფლიქტს თვალი ყურადღებით უნდა ადევნოს“, - აღნიშნა მან.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)