2020-07-28 17:54:59, 3596 ნახვა
კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - შიდსისა და პათოლოგიის ცენტრი მიყვანილია განადგურების პირას
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ შიდსისა და პათოლოგიის ცენტრთან დაკავშირებით ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს მთელი 7 წლის განმავლობაში მიმართავდნენ.
ცერცვაძის თქმით, კლინიკა განადგურების პირასაა მიყვანილი.
„მიბრძანდით ჩვენს ცენტრში და ნახეთ, რა მდგომარეობაშია ეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულება, რომელმაც ქვეყანას ააცილა თავიდან აივ შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია. მიყვანილია განადგურების პირას, ამ სიტყვის პირდაპირი და სრული მნიშვნელობით. ამ რიტორიკით ბატონ სერგეენკოს მივმართავდით მთელი 7 წლის მანძილზე“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან