|
2020-07-27 14:48:04, 2299 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ოპოზიციამ ხელისუფლებასთან პოლიტიკური ბრძოლა სახელმწიფოსთან ბრძოლად გადააქცია
ოპოზიციურ გაერთიანებას მხოლოდ ერთი მიზანი - რევანში აერთიანებს, თუმცა აზრთა სხვადასხვაობა ძალაუფლების განაწილებაზე აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ძალა ერთობაშიას“ რიგებიდან გიორგი ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანის წასვლასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელისუფლებასთან პოლიტიკური ბრძოლა სახელმწიფოსთან ბრძოლად გადააქცია. „გაერთიანებულ ოპოზიციას ახასიათებს ორი მთავარი ნიშანი. ერთი მხრივ ამოცანა აქვთ როგორმე რევანშის მეშვეობით ხელისუფლებაში მოვიდნენ და მეორე - აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულება აქვთ იმაზე, თუ ვის რა დოზით ეკუთვნის ამ ხელისუფლებაში მართვის სადავეები. ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პიროვნებების გასვლა საერთო შემადგენლობიდან ან ერთმანეთის მიმართ გარკვეული პრეტენზიების გამოთქმა ჩვეულებრივი ამბავია და ამასთან დაკავშირებით კონკრეტული შეფასება არ გამაჩნია. ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებულ ოპოზიციას ის ასუსტებს, რომ ხელისუფლებასთან პოლიტიკური ბრძოლა სახელმწიფოსთან ბრძოლად გადააქციეს. რომელი რა მეთოდით ებრძვის სახელმწიფოს, ამაზე საერთო აზრი არსებობს, როგორც უკვე გითხარით. განსხვავებული აზრია იმის თაობაზე, თუ ვის რამდენი უნდა ჰქონდეს რევანშის პირობებში ხელისუფლების სადავე. ეს დამახასიათებელი ნიშანია გაერთიანებული ოპოზიციის. საერთო ფერხულიდან თაკო გავა თუ ნებისმიერი სხვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ დატოვეს. მათ ახალი პლატფორმა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ შექმნეს.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)