2020-07-27 13:06:24, 2533 ნახვა
კომენტარი
თამარ ბაჩალიაშვილის მამა - სახლში მოდიოდა ნაღვლიანი, ვეკითხებოდი რა სჭირდა, მაგრამ ტიროდა და პასუხს არ მცემდა
ოჯახის მხრიდან თამარს არანაირი პრობლემა არ ჰქონია, - ამის შესახებ გარდაცვლილი 23 წლის გოგოს, თამარ ბაჩალიაშვილის მამამ განაცხადა.
ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ბაჩალიაშვილი თვითმკვლელობამდე მიეყვანათ, განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტს არ გამორიცხავს.
„ოჯახის მხრიდან თამარ არანაირი პრობლემა არ ჰქონია, ერთი რამ მკლავს, რომ სახლში შემოდიოდა ნაღვლიანი, ვეკითხებოდი, რა დაგემართა შვილო, მამა ვარ, შეიძლება რამეში დაგეხმარო თქო, მაგრამ ტიროდა ბავშვი და პასუხს არ მეუბნებოდა“, - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის მამამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან