2020-07-22 16:45:26, 3699 ნახვა
კომენტარი
ავტომობილში აღმოჩენილი პრეპარატები ფსიქოტროპული არ არის - გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, ავტომობილში, სადაც 23 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს აღმოჩენილი პრეპარატები, არ არის ფსიქოტროპული.
მისივე თქმით, შესაბამის დასკვნას ექსპერტები გააკეთებენ.
„ექსპერტები იტყვიან რა პრეპარატებს განეკუთვნება, მაგრამ ფსიქოტროპული არ არის.
მდგომარეობა და ადგილმდებარეობა და სახლიდან მოშორება ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ვერანაირად ვერ გეტყვით იქიდან გამომდინარე, რომ მაგას ექსპერტები იტყვიან რისგან იყო გამოწვეული გარდაცვალება. ცოტა დრო მჭირდება, რომ უფრო მეტად იყოს გაცემული ყველა კითხვაზე პასუხი“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან