|
2020-07-20 12:34:23, 2928 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას ახალ ფორმატში განაგრძობს
„საქართველოს ბანკი“ სტუდენტური პროგრამა “ლიდერატორის“ განხორციელებას და ამ გზით დასაქმების ხელშეწყობას განაგრძობს. შექმნილი ახალი რეალობიდან გამომდინარე ბანკი სტუდენტებს დასაქმების ახალ ფორმატს სთავაზობს. Covid 19-ის პირობებში პროგრამა სრულიად გადაეწყო ციფრულ სწავლებაზე და ის საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის III-IV კურსის სტუდენტებს პროგრამის ახალი, ციფრული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ლიდერატორის ორი პროგრამის - ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონაცემთა მეცნიერების დისტანციურად განხორციელება უკვე დაიწყო. სტუდენტებმა დაასრულეს ტრენინგების ეტაპი და აქტიურად არიან ჩართულები სამუშაო პროცესში, რომელიც მოიაზრებს სრულიად Agile მეთოდოლოგიების გამოყენებას. ლიდერატორის დანარჩენი 7 პროგრამის განხორციელება აგვისტოდან დაიწყება. „განათლებისა და დასაქმების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ახალგაზრდა ლიდერების მომზადება საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ბანკი ზრუნავს კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი საუკეთესო ტალანტების მოზიდვასა და პროფესიულ განვითარებაზე. ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ სტუდენტებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კარიერული გეგმების განსაზღვრაში. საქართველოს ბანკი ამ პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაიღრმავონ პრაქტიკა მათთვის საინტერესო სფეროებში მუშაობით. გვინდა სტუდენტებს მხარდაჭერა გავუწიოთ, იპოვონ თავიანთი ნამდვილი ინტერესის სფერო, რათა მიიღონ მაღალი ხარისხის პრაქტიკული გამოცდილება, ყოველივე ეს გამოიყენონ, როგორც საკუთარი მომავლისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისათვის”,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. სტუდენტური პროგრამა ლიდერატორი სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით 2014 წელს შეიქმნა. ის სტუდენტებს სთავაზობს მათ სასწავლო პროცესზე მორგებულ გრაფიკს. 2020-ში დაგეგმილი ლიდერატორის სტუდენტური პროგრამები ყველაზე მრავალფეროვანი და მასშტაბურია და ის 9 მიმართულებას მოიცავს. ესენია: ინფორმაციული ტექნოლოგიები; მონაცემთა მეცნიერება; ბიზნესის განვითარების ანალიტიკა; ბიზნესის ეფექტურობა; კორპორაციული/ საინვესტიციო ბანკინგი და დაგროვილი ქონება; ფინანსური მენეჯმენტი; საცალო საბანკო მომსახურება (RB, SOLO) დაციფრული პროდუქტები; მცირე და საშუალო ბიზნესი. აღნიშნული პროგრამები ბანკის მასშტაბით ჯამში 25 სხვადასხვა მიმართულებას და ბანკის შვილობილ კომპანია Galt & Taggart-ს მოიცავს. ლიდერატორის პროგრამა ანაზღაურებადია, გრაფიკი არის სტუდენტებზე მორგებული და მოიცავს ტრენინგს. ყველა მონაწილეს ყავს ინდივიდუალური მენტორი, რომელიც სწავლაში და სამუშაოს შესრულებაში მას მხარს უჭერს, რთავს გუნდის საქმიანობაში და უბრუნებს უკუკავშირს. პროგრამების მონაწილეები სხვადასხვა დეპარტამენტებში იღებენ გამოცდილებას როტაციული პრინციპით. პროგრამის ხანგრძლივობა 6-12 თვემდე მერყეობს. ბანკში განხორციელებული სტუდენტური პროგრამების შედეგად 80 საუკეთესო მონაწილე უკვე საქართველოს ბანკის თანამშრომელია.
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში არსებული სიტუაციით კმაყოფილია
ალბანეთში კუშნერი-ტრამპის კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ანტიკორუფციულ მოძრაობაში გადაიზრდა
საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)