|
2015-09-04 10:47:33, 1190 ნახვა
სხვადასხვა
ნაბადაში 700 მეტრიანი არხების ამოწმენდა მიმდინარეობს
ნაბადაში 700 მეტრიანი არხების ამოწმენდა მიმდინარეობს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ფოთის გამგეობიდან აცნობეს, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ორგანიზებით ,შპს "ტოტალი" ნაბადის უბანში სანიღვრე არხების ამოწმენდასა და რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს ,რათა ხშირი ნალექების შედეგად თავიდან იქნეს აცილებული დატბორვის ფაქტები. მათივე ინფორმაციით, ამჟამად ,ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე სანიაღვრე არხის ამოწმენდა მექანიზაციის საშუალებით მიმდინარეობს , არხის სიგრძე 700 მეტრია ,ამავე სიგრძისაა არხი ხობის ქუჩაზე , სადაც პარალელურად ,იგივე სამუშაო სრულდება. სანიაღვრე კომუნიკაციები იწმინდება ასევე ჭყონდიდელისა და იმერეთის ქუჩებზე. მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ნიკოლოზ გრიგოლიამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზურაბ ყურუამ. ქალაქში სანიაღვრე არხებისა და წყალგამტარი კომუნიკაციების მოწესრიგება ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)