|
2015-01-28 11:06:19, 845 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირმა საქართველოს 13 მილიონი ევრო გამოუყო
27 იანვარს ევროკავშირმა გრანტების სახით საქართველოსთვის 13 მილიონი ევრო გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს. რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, საქართველოსთვის განსაზღვრული 46 მილიონი ევროს მაკროსაფინანსო დახმარების პირველი ტრანშის ნაწილია. „ეს დახმარება 2013 წელს დამტკიცდა. პირველი ტრანში მოიცავს აგრეთვე 10 მილიონ ევროს სესხების სახით, რომელიც ახლო მომავალში გაიცემა. მეორე ტრანში - 23 მილიონი ევრო 2015 წლის შუაში გამოიყოფა“,- წერს რადიო „თავისუფლება“. ამასთან, ევროკომისარმა ეკონომიკისა და ფინანსურ საკითხებში პიერ მოსკოვიცმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მცდელობებს შეინარჩუნოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა. „ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი რეფორმების გატარებისას და ვეხმარებით ევროკავშირთან მის მეტ ეკონომიკურ ინტეგრაციას“, -განაცხადა პიერ მოსკოვიცმა. რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამა არის ევროკავშირის კრიზისთან გამკლავების ინსტრუმენტი იმ მეზობელი პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომლებსაც საგადამხდელო ბალანსის სერიოზული პრობლემები აქვთ.აღნიშნული პროგრამა არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების დამატება. საქართველოს მაკროსაფინანსო დახმარების ორი პროგრამის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირმა მიიღო 2008 წლის ოქტომბერში გამართულ დონორთა კონფერენციაზე. ეს დახმარება ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცეს 2013 წლის აგვისტოში. მაკროსაფინანსო დახმარების პირველი პროგრამა 46 მილიონი ევროს ოდენობით განხორციელდა 2009-2010 წლებში.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)