|
2020-07-16 13:25:05, 3201 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია: კოვიდ19-ის სახით „ქართულმა ოცნებამ“ იპოვა მთავარი ქოლგა, რომლის ქვეშაც არჩევნებამდე კამპანიას წარმართავს
„სამართლიანობისთვის“ ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, კოვიდ19ის სახით „ქართულმა ოცნებამ“ იპოვა მთავარი ქოლგა, რომლის ქვეშ უნდა, რომ არჩევნებამდე კამპანია წარმართოს. ბესელია განმარტავს, რომ მეორე მხრივ მმართველი გუნდი ცდილობს ის ფინანსური დახმარება რომელსაც წინასაარჩევნოდ გასცემს, კორონავირუსის პანდემიით გაამართლოს. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა „ქართულმა ოცნებამ" იპოვა მთავარი ქოლგა, რომლის ქვეშ უნდა რომ არჩევნებამდე კამპანია წარმართოს - ესაა კოვიდი, პანდემიის თემა. უნდა რომ გამოიყენოს იმისთვის, რომ მუდმივად სტრესის ქვეშ იყოს საზოგადოება რომ შეშინებული ადამიანი ლოიალური ხდება ხელისუფლების მიმართ. მეორე, რომ გაამართლოს ეკონომიკური და ფინანსური დახმარებების დარიგება წინასაარჩევნო - აქაც ეხმარებათ კოვიდი. მესამე, როდესაც არის რეალურად ეკონომიკური კრიზისი და შიმშილობენ ადამიანების, ამის გამართლებაც მოძებნონ, რომ პანდემიაა და საერთაშორისო მასშტაბით არის პრობლემა“, - განაცხადა ბესელიამ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)