|
2015-09-03 12:41:18, 2621 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდის გამგეობამ ალბინა ქარჩავას ძვირადღირებული მედიკამენტები შეუძინა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ შუახნის ქალბატონს, ალბინა ქარჩავას ძვირადღირებული მედიკამენტები შეუძინა. გამგეობის ინფორმაციით, ალბინა ქარჩავა ქრონიკული ასთმითაა დაავადებული და მუდმივად საჭიროებს ძვირადღირებული მედიკამენტების მიღებას. მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში ნონა ესებუამ ბენეფიციარს პირადად გადასცა 250 ლარის ღირებულების მედიკამენტები და გამოჯანმრთელება უსურვა. „ქარჩავების ოჯახი მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მიუხედავად სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ ირიცხება. ოჯახის უფროსი მეორე ჯგუფის ინვალიდია. მუნიციპალიტეტის გამგეობა ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან უშუამდგომლებს, რათა შესწავლილ იქნეს ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამედიცინო მომსახურეობა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამით სარგებლობა ადგილობრივ და დევნილ მოსახლეობას შეუძლიათ, რომლებიც არ შედიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოქალაქეთა კატეგორიაში და არ აქვთ სადაზღვევო კომპანიის პოლისი, ასევე ვრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც გააჩნიათ სამედიცინო დაზღვევა, მაგრამ მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურეობა არ შედის სადაზღვევო პაკეტში. ბენეფიციარები რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო მომსახურეობას, მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა წარუდგინონ ფორმა ასი, პირადობის მოწმობის ასლი და კალკულაცია კონკრეტულ მედიკამენტზე თუ სამედიცინო მომსახურეობაზე“, - აცხადებენ ზუგდიდის გამგეობაში.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)