|
2020-07-14 13:09:14, 4045 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე - თეა წულუკიანის მიერ დარღვეული კანონების საფასურს, დღემდე იხდიან ჩვენი მოქალაქეები
ქალბატონი თეა წულუკიანის მიერ დარღვეული კანონების საფასურს, დღემდე იხდიან ჩვენი მოქალაქეები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, მსგავს ფაქტს ვხვდებით ბაჩანა შენგელიას საქმესთან დაკავშირებითაც, როდესაც უკვე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, თეა წულუკიანი კი არ ასრულებს დადგენილების პირობას. „დარღვეული კანონების შედეგად, დღემდე იხდიან საფასურს ჩვენი მოქალაქეებიო, ბატონო არჩილ, გეთანხმებით. ამის ძალიან კარგი მაგალითია თეა წულუკიანი. ქალბატონი თეა წულუკიანის მიერ დარღვეული კანონების საფასურს, დღემდე იხდიან ჩვენი მოქალაქეები. ახლა მიმდინარეობს კიდევ ერთი დარღვევა ბაჩანა შენგელიასთან დაკავშირებით. 12 დღეა სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს, ის არ ასრულებს, ფეხებზე კიდია კანონი. თქვენ არ გაინტერესებს. ამიტომ მომავალში, რომ იტყვით რა უჯდებათ ჩვენს მოქალაქეს ვიღაცის მიერ დარღვეული კანონი, ცხვირს წინაა ქალბატონი თეა წულუკიანი“, - განაცხადა კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)