|
2020-07-14 11:20:13, 3237 ნახვა
კომენტარი
ჭიაბერაშვილი - „ქართული ოცნების“ მთავრობა ანტიკონსტიტუციურად ზღუდავს მოქალაქეების სამოქალაქო უფლებებს
„ქართული ოცნების“ მთავრობა ანტიკონსტიტუციურად ზღუდავს მოქალაქეების სამოქალაქო უფლებებს“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი „საზოგადოებრივი კანდაცვის კანონში“ შესატან ცვლილებებს. მისი თქმით, როდესაც მსგავსი საკითხები გამოდის განხილვის თემად, „ევროპული საქართველოს“ ბოიკოტის რეჟიმს ტოვებს და ერთვება როგორც საკომიტეტო, ისე პლენარული სხდომის პროცესში. „როდესაც საკითხი ეხება უშუალოდ მიმდინარე მძიმე ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც კორონავირუსით არის გამოწვეული და როდესაც ასეთი საკითხები ჩვენ ვესწრებით როგორც საკომიტეტო, ისე პლენარულ სხდომებს. როდესაც გამოდის ანტიკონსტიტუციური საკანონმდებლო ცვლილება „საზოგადოებრივი ჯანდაცვისკანონში“, ჩვენ ვალდებული ვართ საზოგადოებას ვუთხრათ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა ანტიკონსტიტუციურად ზღუდავს მოქალაქეების სამოქალაქო უფლებებს“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტი დღეს განიხილავს „საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში“ შესატან ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, მთავრობა ექნება იმის უფლება ,რომ საგანგეგო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებები დააწესოს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)