2020-07-11 18:54:34, 5161 ნახვა
კომენტარი
ნიკა გვარამია - ამ ეტაპზე მე არ ვაპირებ წყაროს გასაჯაროებას
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამია გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის წყაროს გასჯაროებას არ აპირებს.
„ამ ეტაპზე მე არ ვაპირებ წყაროს გასაჯაროვებას. ერთადერთი შემიძლია ვუთხრა, როგორც ყოველთვის ვეუბნები, წყაროს წარმომავლობა, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია.
მე, უნდა ითქვას სამართლიანობისთვის, სხვა არხების დირექტორებისგან განსხვავებით, ჟურნალისტურ საქმიანობასაც ვეწევი, თუმცა ჟურნალისტი არ ვარ. ვიდრე ჟურნალისტობას მივყოფდი ხელს მანამდეც მიბარებდნენ. ამ ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტრად ბიძინა ივანიშვილისთვის მე მივიჩნევი, ამიტომ აქ უფრო ხშირად ვარ, სამსახურში თუ სახლში ეს ზუსტად არ ვიცი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან