|
2020-07-10 13:41:49, 3081 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი: ქალბატონი გიგაური არასოდეს დაინტერესებულა ჩემი ნათქვამი ფაქტებით, რომელიც ფაქტებია და არა სპეკულაცია
„ისეთი ორგანიზაციები, როგორც არის „საერთაშორისო გამჭირვალობა“ და ქალბატონი გიგაური, რომელიც საზოგადოებას ახსოვს როგორც თითქოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი პიროვნება, მოსახლეობისთვის მინდა განვმარტო, რომ ქალბატონი გიგაური არასოდეს დაინტერესებულა ჩემ მიერ ნათქვამი ფაქტებით, ეს არის ფაქტები და ეს არ არის სპეკულაცია“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში - „ღია ეთერი“ განაცხადა. „მზად ვარ მივაწოდო აბსოლუტურად ყველა დეტალური ინფორმაცია ქალბატონ გიგაურს და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დაინტერესებულია ანტიკორუფციული საქმიანობით ჩვენი თუ წინა ხელისუფლების. საეჭვოა ის ფაქტი, რომ არასოდეს არ გამოთქმულა არავითარი ეჭვი ყოფილი, ხელისუფლების მაღალი წარმომადგენლების მხრიდან არაერთი ჩადენილი დანაშაულის და კორუფციული საქმიანობის მისამართით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანები არიან მიკერძოებული, სუბიექტური და დაკავშირებული ამ პიროვნებებთან“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)