|
2020-07-10 13:08:01, 3293 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ძალა, არ არსებობს, არსებობს ერთადერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი
„ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ძალა, არ არსებობს, არსებობს ერთადერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი პატარა, კორუმპირებული, უუფლებო ხელის ბიჭებით, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი პარტიის სიაშიც ყოველთვის იყო, პრემიერიც ის არის, მინისტრიც, მოსამართლეც, პარლამენტიც და საერთოდ ყველაფერი. „რაღა უჭირთ ბიძინა ივანიშვილი თუ იქნება სიაში. ბიძინა ივანიშვილი სიაშიც ყოველთვის იყო, პრემიერიც ის არის, მინისტრიც, მოსამართლეც, პარლამენტიც და საერთოდ ყველაფერი არის. ვინმე სხვა რამეს წარმოადგენს „ქართულ ოცნებაში“?! დღეს რომ გახარია დაიბაროს ივანიშვილმა და უთხრას: სასწრაფოდ გაფრინდი მოსკოვში და არ დაგინახო საქართველოში, პასუხი მარტივია, უპრობლემოდ გაფრინდება გახარია. არ მაინტერესებს საერთოდ რას აპირებენ, ბიძინა ივანიშვილის გამო სანქციები დაგვიწესეს. არ არსებობს არანაირი „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ძალა, არ არსებობს არანაირი პრემიერებები და მინისტრები, არსებობს ერთადერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი და პატარა კორუმპირებული, უუფლებო ხელის ბიჭები, რომლებიც ოლიგარქს გარშემო ჰყავს შემოკრებილი. მეტი არაფერი არ არსებობს ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. „ახალი საქართველოს“ ლიდერმა აშშ-ის კონგრესის კანონპროექტზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც 2021 წელს საქართველოს დახმარების 15% შეიძლება შეუმცირდეს. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, საქართველოს უზომოდ ძვირი უჯდება ოლიგარქულ-კლანური მმართველობა „ქართული ოცნების“ სახით. „ეს სანქციები პრობლემას უქმნის არა ივანიშვილს პირადად, არამედ საქართველოს სახელმწიფოს, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს. დიახ მეგობრებო, ეს სანქციებია! ივანიშვილის მავნებლური რეჟიმიდან გამომდინარე ჩვენ მივედით იმ ზღვარამდე, რომ რუსეთთან ერთად ჩვენს რეგიონში ერთადერთი გამონაკლისია საქართველო, რომლის მიმართაც სანქციების გამოყენება უწევს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ყველა უნდა გამოვფხიზლდეთ, რაც მთავარია უნდა გავერთიანდეთ და საქართველომ უნდა გააგრძელოს დასავლური განვითარების გზა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)