|
2020-07-10 09:35:59, 3444 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა დოკუმენტი, რომელშიც საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15%-ის შესაძლო შემცირების პირობებზეა საუბარი
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტმა კანონპროექტი, რომელშიც საქართველოს დაფინანსების საკითხზეა საუბარი, დაამტკიცა. აღნიშნულ კანონპრექტს მხარი დაუჭირა 29 კანონმდებელმა, ხოლო 21 წინააღმდეგი იყო. შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის მიხედვით, 7 ივლისს აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტმა დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც 2021 წლიდან საქართველოს შესაძლოა აშშ-ს დახმარება 15%-ით შეუმცირდეს. კანონპროექტის თანახმად, დახმარების 15% უნდა შეჩერდება მანამ, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი არ განსაზღვრავს, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები გამყარდა, ქვეყანაში არის დემოკრატიული გარემო. ამასთანავე, ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ბიზნესგარემო უნდა გაუმჯობესდეს, შემცირდეს კორუფციის დონე და გაუმჯობესდეს მთავრობის ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. დოკუმენტს გუშინ დაემატა პუნქტები, რომლიც მიხედვითაც სახელმწიფო მდივანმა უნდა განსაზღვროს, რომ საქართველოს მთავრობა საარჩევო რეფორმას ეფექტურად ახორციელებს. ამასთანავე, სასამართლო დამოუკიდებლობას იცავს, როგორც აღმასრულებელ,ასევე საკანონმდებლო ჭრილში. ჩასწორებაში მითითებულია, რომ საქართველოს მთავრობამ ეფექტურ ნაბიჯებს დგამს საჯარო ინფორმაციის შეუზღუდავად ხელმისაწვდომობისთვის. ასევე, სახელმწიფო მდივანმა კონგრესს უნდა მიაწოდოს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობა სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიებისა და მედიის დამოუკიდებლობას იცავს. ცვლილებებში მითითებულია ისიც, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეზღუდოს ოლიგარქების არაფორმალური ზეგავლენა ხელისუფლების ფუნქციებზე. დოკუმენტის თანახმად, საქართველოსთვის გამოყოფილია იქნება არანაკლებ $132,025,000-ის რაოდენობის დახმარება.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)