|
2020-07-10 10:49:15, 3033 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია კონგრესის კანონპროექტზე: არ გადამრიოთ... რა თქმა უნდა, ამაში სასიამოვნო არაფერია
„გახარია კონგრესის კანონპროექტზე: არ გადამრიოთ... რა თქმა უნდა, ამაში სასიამოვნო არაფერია“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის დახმარების 15%-ით შესაძლო შემცირების შესახებ. მისი თქმით, ზოგიერთი ჩვენი ვაი პოლიტიკოსს აქვს მცდელობა, რომ უცხორელი პარტნიორები ჩართოს შიდაპოლიტიკურ პროცესში. „არ გადამრიოთ! ე.ი ხანდახან კორექტულად საუბრობთ ხოლმე. „შესაძლო“ - ეს ერთი სიტყვაა მანდ. ესაა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადი. რა თქმა უნდა, ამაში სასიამოვნო არაფერია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას გვესმის, რომ ის პუნქტები, რომელიც ჩამოთვლილია საქართველო ყოველდღიურად პროგრესირებს და ეს ჩვენმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან. როგორც ჩანს ის შიდა პოლიტიკური მაღალი ტემპერატურა წინასაარჩევნო, როგორც ჩანს გარეთაც გადის. ზუსტად მსგავსი ინტერპრეტაციების მახსოვს, როდესაც საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე. მაგრამ მისი მიღების შემდეგ პარტნიორების შეფასებები იყო დადებითი. თითოეული პარტნიორის მხრიდან ნათქვამი საკითხი ჩვენთვის ყურადსაღებია. პროცესია ეს, რომელიც ზოგიერთი ჩვენი ვაი პოლიტიკოსის გამო ხდება მცდელობები, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვენენ ჩათრეულნი ამ შიდაპოლიტიკურ პროცესში“, - განაცხადა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)